Monday, November 5, 2018

მე-7 დღის რეფლექსია




               დღევანდელ ტრენინგზე დავასრულეთ მუშაობა დაწყებულ პრეზენტაციაზე და ბუკლეტზე. შევიტანეთ  ჩასწორებები. ასევე გავეცანით დიფერენცირებული სწავლის მიდგომებს. განვიხილეთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. გავეცანით სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა ამოცნობის ნიშან-თვისებებს. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

მე-6დღის რეფლექსია





            დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და აქტივობებით დატვირთული.ვისწავლეთ  დოკუმენტებისა და მასალების შენახვა google drive-ზე. ასევე გავუზიარეთ და დავუკომენტარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები. ავაწყეთ სლაიდშოუ poverpoint-ში .

Monday, October 29, 2018

მე-4 დღის რეფლექსია



         დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლე ბუკლეტის შექმნა და აწყობა კომპიუტერში, ასევე კარგად გავიაზრეთ პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

ბუნებრივი მოვლენები-ვულკანი

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:



ზოგადი კითხვა:  აქვს დედამიწას გულლისცემა?

 :       თემატური კითხვები:  რომელი ბუნებრივი მოვლენები იცით?
                                                 ვულკანის მსგავს მოვლენას ხომ არ იცნობთ?
                                                რა განსხვავებაა მათ შორის?
                                                როგორ წარმოიქმნა მთები
შინაარსობრივი  კითხვები: .რა არის დედამიწის გულში?
                                                      სად მიდის  გავარვარებული  მასა?
                                                        რა ჰქვია ამოფრქვეულ მასას?
                                                     რას უწოდებენ უკვე ჩამქრალ ვულკანს?

Sunday, October 21, 2018

მეორე დღის რეფლექსია

გამარჯობა!
       დღევანდელი ტრენინგის  მეორე ნახევარი იყო უფრო აქტიური და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული. ვისწავლე ბლოგზე საქაღალდეების შექმნა, ბლოგზე პოსტის დაწერა. სასურველი იქნება ,თუ  მეტ დროს დავუთმობთ პრაქტიკულ სამუშაოებს.